სერხიო რამოსი: რონალდოს გარეშეც გავიმარჯვებთ

AutoSharing Option

"რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა სუპერთასზე "ატლეტიკოსთან" მატჩის წინ თავდამსმელ რონალდოს "იუვენტუსში" გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"რა თქმა უნდა, ასეთი ტოპ-კლასის თავდამსხმელის დაკარგვა ცუდია, მაგრამ მის გარეშეც გავიმარჯვებთ. უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენთან ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობდა, მაგრამ "რეალი" ყველა ფეხბურთელზე უფრო მნიშვნელოვანია. რაც არ უნდა მოხდეს, მუდამ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

ჩვენი გუნდის კარი ყველა დიდი მოთამაშისთვის ღიაა. ფეხბურთელებმა აქ თავი ისე უნდა იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში.

კურტუას ჩვენს გუნდში გადმოსვლა მეკარის პოზიციაზე კონკურენციას გაზრდის, იმას კი, რომ ის ადრე "ატლეტიკოში" თამაშობდა, არანაირი
მნიშვნელობა არა აქვს".

altსერხიო რამოსი: თუ კლოპი დამშვიდდება, საუკეთესო მწვრთნელად ვაღიარებ

altსანტიაგო ბერნაბეუს თასზე "რეალმა" "მილანი" 3:1 დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული