"ბარსელონამ" უარყო - პოლ პოგბას შეძენა არ გვინდოდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" დირექტორმა არიედო ბრაიდამ უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ კატალონიური გრანდი ზაფხულში პოლ პოგბას დამატებას აპირებდა.

იტალიელის განცხადებით, ფრანგი მაღალი დონის ფეხბურთელია, თუმცა "ბლაუგრანას" "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოლაპარაკება არ ჰქონია.

რამდენიმე კვირის წინ ბრიტანულმა The Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოგბას წასვლა სურდა, თუმცა "წითელმა ეშმაკებმა" ის არ გაუშვეს და "ბარსელონას" უარი შეუთვალეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგსა და კლუბის მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს შორის დაძაბული ურთიერთობაა.

alt"ბარსელონას" პოლ პოგბა ეძვირა და ფრენკ დე იონგს შეიძენს

altპოლ პოგბა "ბარსელონას" წარმომადგენელს აშშ-ში მალულად შეხვდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰო, არა იზრუნოს ბართომეუმ მაღალი დონის ფეხბურთელების ტრასფერზე; მარტო მალკოლმი იქნება საკამარისი ლიგის მოსაგებად?! ასეთი უტვინო პოლიტიკის გამო ბარსა წელსაც სავარაუდოთ დარჩება ევროპული ტიტულის გარეშე; არ შეიძლება ლიგის მოგება 11-12 ფეხბურთელის ხარჯზე...
ბიკენტი
11:08 15-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული