
"როგორც წესი, ფინალში ის მარცხდება, ვინც მეტ შეცდომას უშვებს, "ატლეტიკო" კი შეცდომების გამოყენების ოსტატია. 2:2 მაშინ გახადა ანგარიში, როდესაც "რეალს" თამაში მიჰყავდა. ჩვენ ძალებს მოვიკრებთ და წინსვლას განვაგრძობთ.
მეტოქემ შექმნილი მომენტები ჭკვიანურად გამოიყენა. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ დამატებით დროში ბურთს ვაკონტროლებდით. 2:3-ზე გარისკვა მოგვიწია და ჩვეული სათამაშო სტილი დავკარგეთ.
მესამე გოლმა გაგვტეხა. სწორედ ამ მომენტში დავმარცხდით. წარსულზე არ ვიფიქრებთ. ხვალ ჩემპიონატზე ფიქრით უნდა გავიღვიძოთ".