ლა ლიგის რამდენიმე მატჩი აშშ-სა და კანადაში გაიმართება

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი აშშ-სა და კანადაში გაიმართება.

ლა ლიგამ საერთაშორისო კომპანია Relevent Sports-თან სამხრეთ ამერიკაში ესპანეთის ჩემპიონატის რამდენიმე მატჩის გამართვაზე გარიგება დადო.

აღნიშნული კომპანია აშშ-ის გამართული International Champions Cup-ის ორგანიზატორი გახლავთ.

ხელშეკრულება 15 წელზეა გათვლილი. მისი პირობებით სეზონში რამდენიმე მატჩი აშშ-სა და კანადაში გაიმართება. ეს, დიდი ალბათობით, ტოპ-მატჩები იქნება, სადაც მონაწილეობას "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" მიიღებენ. პირველი გასვლითი მატჩის გამართვა უკვე ამ სეზონში მოხდება.

"ჩვენი თანამშრომლობის მიზანი ამერიკაში ფეხბურთის მიმართ ინტერესის აწევაა. ეს დიდი ნაბიჯია სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისთვის.
მუნდიალი 2026-მდე, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ჩატარადება, განვითარებისა და ინტერესის დიდ ზრდას ველოდებით", - განაცხადა Relevent Sports-ის თავმჯდომარემ, სტივენ როსმა.

"NBA და NFL უკვე ატარებენ მატჩებს ქვეყნის გარეთ. რატომ არ უნდა გააკეთოს ლა ლიგამ იგივე? ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბრენდის განვითარება. ტურნირის ორგანიზება ისეთ დონეზე იქნება, რომ კლუბებს ზიანს არ მიაყენებს", - განაცხადა ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა.

მომზადებულია elpais.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული