ესპანურ გუნდებს მატჩების ამერიკაში ჩატარება არ უნდათ - საპროტესტო კამპანიას მესი უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
"მირორის" ცნობით, ლა ლიგას გუნდებს არ სურთ ჩემპიონატის მატჩების ოკეანისგაღმა ჩატარება და მათი კაპიტნები საპროტესტო კამპანიას წამოიწყებენ, რომელსაც "ბარსელონას" გუნდისთავი ლეო მესი ჩაუდგება სათავეში.

ოთხშაბათს ესპანელ ფეხბურთელთა ასოციაციის შტაბ-ბინაში შეკრება გაიმართება და ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი დავიდ აგანსო ნეგატიურ დამოკიდებულებას დააფიქსირებს პრიმერას თავკაცის ხავიერ ტებასის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ.

ლა ლიგას გუნდების კაპიტნები ხელმოწერებს შეაგროვებენ და სასამართლოში იჩივლებენ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომერციული მიზნით ესპანეთის პირველობის ზოგიერთი შეხვედრა აშშ-სა და კანადაში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული