"ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" დიდი გაჭირვებით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მეორე ტურში "ბარსელონამ" გასვლაზე 1:0 სძლია "ვალიადოლიდს".

ოთხი წლის შემდეგ "ვალიადოლიდი" პრიმერაში დაბრუნდა და "ბარსელონას" ბრძოლა გაუმართა. სხვათა შორის, 2014 წელს ამ გუნდმა სახლში "ბარსა" 1:0 დაამარცხა.

ამჯერადაც ბევრი თავსატეხი გაუჩინა "ვალიადოლიდმა" კატალონიურ გუნდს, რომელიც უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ გოლის გატანა პირველ ტაიმში ვერ მოახერხა. ძალიან აქტიური იყო დემბელე, ბევრს მოძრაობდა, სამჯერ უშდეგოდ სცადა მასიპის კარის დალაშქვრა და მხოლოდ მეოთხე ცდიდან უწია მიზანს, როდესაც სერხი რობერტოს გადაცემა მიიღო და ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. მან ეს გოლი
დაიმსახურა.

მასპინძლები მწვავე კონტრშეტევებით პასუხობდნენ, მეტადრე მეტოქის დაცვის მარჯვენა ფლანგიდან მიჰქონდათ იერიშები, რამდენიმე მომენტიც შექმნეს და მოწოდების სიმაღლეზე იდგა ტერ შტეგენი.

კომპენსირებულ დროში კეკომ მაინც გაიტანა ბურთი, ტაბლოზე 1:1 აინთო, თუმცა მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და ასულგრანამ გაიმარჯვა.

რა თქმა უნდა, სტუმართა თამაშზე მოედნის საშინელმა მდგომარეობამ იმოქმედა, რომლის გაზონი რამდენიმე დღის წინ დააგეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მათი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე "ალავესთან" მატჩში შეგირდების თამაშით უკმაყოფილო დარჩა, დღევანდელი შეხვედრის მიხედვით მათდამი გაცილებით უფრო სერიოზული პრეტენზიები ექნება.

ვალიადოლიდი. "ესტადიო მუნისიპალი". 22 651 მაყურებელი
ვალიადოლიდი - ბარსელონა 0:1
გოლი: დემბელე (57)

ვალიადოლიდი: მასიპი, მოიანო, ოლივასი, მარტინესი, კალერო, ბორხა (კეკო 64), ალკარაზი, ტუჰამი, სუარესი (ვერდე 87), პლანო, უნალი (ჩოპი 70)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, უმტიტი, პიკე, სერხი რობერტო, კოუტინიო (მალკომი 84), ბუსკეტსი, რაკიტიჩი, დემბელე (ვიდალი 76), სუარესი (მუნირი 90+1), მესი

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული