მარსელო გაკვირვებულია - "ვერ გავიგე, ლოპეტეგიმ რატომ შემცვალა"

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა მარსელომ განაცხადა, რომ არ იცის, თუ რატომ შეცვალა ის ხულენ ლოპეტეგიმ "ჟირონასთან" შეხვედრაში.

ბრაზილიელი ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და მე-60 წუთზე შეცვალეს, როდესაც მისი გუნდი 3:1-ს იგებდა.

"ჩემი შეცვლით გაკვირვებული დავრჩი და ეს ჩემთვისაც დიდი სიურპრიზი იყო.

თავს 100%-ით ჯანმრთელად ვგრძნობდი და თამაში მსურდა, თუმცა მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.

"რეალი" სწორ გზას ადგას და დარწმუნებული ვარ, თამაშიდან თამაშამდე მოვუმატებთ.

კრიშტიანო რონალდო, რა თქმა უნდა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ჩვენ ის გვენატრება, მაგრამ "რეალს" ისეთი ფეხბურთელები კიდევ ჰყავს, როგორებიც
მაგალითად, ბეილი და ბენზემა არიან".

alt"რეალმა" კატალონიაში "ჟირონას" ადვილად სძლია და სკეპტიკოსებს ხმა ჩააკმენდინა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული