ლა ლიგის კლუბის სტადიონს თვე-ნახევრით დაკეტავენ

AutoSharing Option
"რაიო ვალეკანოს" სტადიონი "კამპო დე ვალეკასი", რომელზეც გუნდი საშინაო მატჩებს ატარებს, უახლოესი 1.5 თვის განმავლობაში გულშემატკივრების ჩივილის საფუძველზე დაიხურება.

ფანები გაბრაზდნენ, როცა გუნდის პრიმერაში დაბრუნების შემდეგ "სევილიასთან" (1:4) საშინაო მატჩში სტადიონთა სამშენებლო ნაგავი, ტექნიკა და მტვერი დაინახეს. ზუსტად ამ მდგომარეობაში ჩააბარეს მშენებლებმა არენა კლუბს ექსპლუატაციის შემდეგ, - იტყობინება BBC Sport-ი.

"რაიო ვალეკანოს" ხელმძვანელობამ და სტადიონის მეპატრონეებმა გადაწყვიტეს, უსაფრთხოების მიზნით დროებით არენა დაკეტონ.

"რაიო ვალეკანოს" სტადიონი 15 ათას ადამიანს იტევს.

"რაიოს" უახლოესი საშაინაო მატჩები "ბილბაოსთან", "ალავესსა" და "ესპანიოლთან" სტუმარი გუნდის მოედანზე
ჩატარდება ან მაყურებლის გარეშე. საბოლოო გადაწყვეტილებას ლა ლიგა მოგვიანებით მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ "რაიო" ლა ლიგის ორივე სასტარტო მატჩში დამარცხდა.

alt"ბარსელონასთან" მატჩისას მოედნის უხარისხობის გამო "ვალიადოლიდს" დასჯიან

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული