ჯანო ანანიძის "სპარტაკის" ერთ-ერთი ლიდერი "სევილიაში" გადავიდა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკში" ჯანო ანანიძის თანაგუნდელი და კლუბის ერთ-ერთი ლიდერი ქვინსი პრომესი "სევილიაში" გადავიდა.

ჰოლანდიელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, "დალაქებს" კი მისი ტრანსფერი 21 მილიონი ევრო დაუჯდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ანაზღუარების სახით, პრომესი წელიწადში 3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მან, 4 სეზონის განმავლობაში, რუსეთის პრემიერლიგაში 115 შეხვედრა ჩაატარა და 59 გოლი გაიტანა.

პრომესს ჰოლანდიის ნაკრებში 28 შეხვედრაში უთამაშია და 5 გოლიც გაუტანია.

alt"სევილიასა" და "სიგმას" ფანებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
აა, თურმე აი ეს კვინსი პრომესი იმსახურებს გადასვლას და ჯანოზე რომ გრანდები იხევდნენ ყველაფერს მაინც არ იყო გასაშვები. გავიგეთ, ვანია გავიგეთ
გავიგეთ
17:42 31-08-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული