- ბენზემას დუბლი გუნდური თამაშის შედეგია. კარიმ ბენზეა ძალიან კარგი ფეხბურთელია და მუდმივად ასეა. მას შეუძლია სეზონი დაასრულოს 30-ზე მეტი გოლით. ის პატივისცემას და მხარდაჭერას იმსახურებს. რაც მთავარია ბენზემა თავს ბედნიერად გრძნობს, რაც მის ასპარეზობაზე აისახება.
გუნდში მეკარეებს შორის დიდი კონკურენჩიაა, შესაბამისად წინასწარ არაფერი არ მაქვს დაგეგმილი, ჩვენ ამ მატჩის წინ გადავწყვიტეთ, რომ კურტუას ეთამაშა. სამი ერთმანეთზე უკეთესი მეკარე გვყავს, ამიტომ ითამაშებს ის ვინც საუკეთესო იქნება. - განაცხადა ლოპოტეგიმ.
"რეალმა" ლა ლიგას სტარტზე ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა