ინიესტას ბაბუას ბარი აქვს, რომელსაც მხოლოდ შვილიშვილის მატჩებისას აღებს

AutoSharing Option
ესპანეთის დაბა ფუენტეალბილიოში 1984 წლეს დაიბადა "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების მომავალი ლეგენდა ანდრეს ინიესტა და ბაბუის, ანდრეს ლუხანის საპატივცემულოდ მისი სახელი დაარქვეს.

ბაბუამ ცენტრალურ მოედანზე შვილიშვილის და მსოფლიოს თასის ქანდაკება დადგა და ბარი აქვს, რომელსაც მხოლოდ ანდრესის თამაშებისას აღებს და მეგობრებს ლუდზე პატიჟებს.

ბარის კედლებზე ანდრესის სურათები და მისადმი მიძღვნილი საგაზეთო წერილებია გაკრული.

აღსანიშნავია, რომ ფუენტეალბილიოში ადრე ყველა "რეალის" გულშემატკივარი იყო, მაგრამ როდესაც ინიესტა "ბარსელონაში" გადავიდა, კატალონიური გუნდის ქომაგები გახდნენ.

როდესაც 2010 წლის 11 ივლისს ანდრესმა ფინალური მატჩის 116-ე წუთზე
გოლი გაიტანა და ფურია როხა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ფუენტეალბილიოში მიწისვრა მოხდა.

"წავიდოდი იაპონიაში შვილიშვილის თამაშის სანახავად, მაგრამ ძალიან მოვხუცდი. მე და ჩემი მეუღლე ძალიან განვიცდით, თუ როგორაა ის იქ და ეგებ, როგორმე გავემგზავროთ მოსანახულებლად. ანდრესს უყვარს მშობლიურ მხარეში ჩამოსვლა, აქ ისეთი სიმშვიდეა, რომ კარგად ისვენებს", - ამბობს ანდრეს ლუხარი.

altინიესტას მამამ, ჩემი შვილი "ბარსელონას" არ უგანებსო

altგულისამაჩუყებელი კადრები - ინიესტა "კამპ ნოუზე", როცა ყველა წავიდა [VIDEO]

altხავიმ ანდრეს ინიესტას გამოსამშვიდობებელი სიტყვისას იტირა [VIDEO]

alt "დამაკლდები მეგობარო" - სერხიო რამოსი ანდრეს ინიესტას დაემშვიდობა

altღვინოსაც ვიყიდით და კოლოსალურ თანხასაც გადაგიხდით - რას სთავაზობს ჩინური კლუბი ინიესტას?

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული