"ბარსელონამ" ლა ლიგას სტარტზე მიჯრით მეოთხე გამარჯვება იზეიმა

AutoSharing Option
ლა ლიგას მე-4 ტურში "ბარსელონამ" სან სებასტიანში 2:1 სძლია "სოსიედადს".

"ბარსამ" პრიმერას სტარტზე ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო.

"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ისევ განახორციელა როტაცია და კოუტინიო და ბუსკეტსი მხოლოდ მეორე ტაიმში შეუშვა შეცვლაზე, როდესაც 0:1-ს აგებდნენ.

ბასკებს ბოლოს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ ხუანმიმ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა.

სან სებასტიანი. "ანოეტა". 26 756 მაყურებელი
სოსიედადი - ბარსელონა 1:2
გოლები: ელუსტონდო (12), 1:1 სუარესი (63), 1:2 დემბელე (66)

სოსიედადი: რული, სალდუა, ელუსტონდო, მორენო, ერნანდესი, სუბელდია, ილარამენდი (მერინო 82), პარდო (სანგალი 82), სურტუსა
(ბაუტისტა 73), ოიარსაბალი, ხუანმი

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედუ (კოუტინიო 46), პიკე, უმტიტი, ალბა, სერხი რობერტო, რაკიტიჩი, რაფინია (ბუსკეტსი 57), მესი, სუარესი, დემბელე (ვიდალი 77)

სამიდან სამივე შეხვედრა მოიგო "რეალმა", რომელიც დღეს სტუმრად "ბილბაოს" ხვდება.

alt"ბარსელონამ" "უესკა" ისევ აბუჩად აიგდო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული