როგორც მოსალოდნელი იყო, ამ შეხვედრში ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, ანგარიში კი პირველ ტაიმში მასპინძელთა თავდამსხმელმა მუნიაინმა გახსნა.
61-ე წუთზე ბლანკოსის მწვრთნელმა ლორენტემ მოდრიჩი ისკოთი შეცვალა და მან ბეილის პასით ბასკებს საპასუხო გოლი თავურით გაუტანა.
"სამეფო გუნდმა" ესპანეთის ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ პირველად დაკარგა ქულები.
ბილბაო. "სან მამესი". 46 413 მაყურებელი
ბილბაო - რეალი 1:1
გოლები: 1:0 მუნიანი (32), 1:1 ისკო (63)
ბილბაო: უნაი სიმონი, დე
რეალი: კურტუა, სერხიო რამოსი, მარსელო, კარვახალი, ვარანი, მოდრიჩი (ისკო 61), კროოსი, ასენსიო, სებალოსი (კაზემირო 46), ბენზემა, ბეილი (ვასკესი 75)
გარეთ ბეილი აგვისტოში "რეალის" საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს