FIFA-ს პრიზისგან განსხვავებით, "ოქროს ბურთის" გადაცემა ჟურნალისტების ხმებით ხდება. ამიტომ გრიზმანი ამ ტიტულს უფრო პრესტიჟულად მიიჩნევს.
"ოქროს ბურთი" უფრო პრესტიჟული და ისტორიულია. სამი თვე მაქვს იმის დასამტკიცებლად, რომ ამ პრიზს ნამდვილად ვიმსახურებ. ცხადია, მე განსხვავებული ფეხბურთელი ვარ, ვიდრე მესი, რონალდო, ნეიმარი ან მბაპე, მაგრამ მე უმაღლეს საფეხურზე ვარ და განვითარებაც შემიძლია. 50 გოლის გატანას არ ვაპირებ, თუმცა შემიძლია გუნდს გატანაში დავეხმარო.
გრიზმანს "ბარსელონაში" ჩაშლილი ტრანსფერის შესახებაც ჰკითხეს.
"ბარსელონას" უარი "ატლეტიკოს" გამო ვუთხარი. მე დავრჩი იქ, სადაც ყველას ვუყვარვარ. ყველაფერი რომ ფულზე იყოს დამოკიდებული, ჩინეთში წავიდოდი", - განაცხადა გრიზმანმა.
გრიზმანი "ატლეტიკოში" 2014 წელს "სოსიედადიდან" გადავიდა და ლა ლიგაში ჩატარებულ 145 მატჩში 80 გოლი გაიტანა.