პირველ ტაიმში მასპინძლებმა სამი უპასუხო გოლი გაუტანეს ბლანკოსს, მეორე ტაიმში მადრიდელთა მწვრთნელმა ლორენტემ ცვლილებებით სცადა თამაშის გადარჩენა, ტაქტიკა 3-4-3-ზე გადააწყო, მაგრამ ანდალუსიელები თავს უნრიანად იცავდნენ და ანგარიში არ შეცვლილა.
"რეალი", რომლის რიგებში აქტიურობით მხოლოდ ბეილი გამოირჩეოდა, "სანჩეს პისხუანზე" ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ "სამეფო გუნდს" ლაზარეთში მყოფი კარვახალი და ისკო ვერ დაეხმარნენ, 75-ე წუთზე კი მარსელომ ტრავმა მიიღო, თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და რადგან ლოპეტეგის სამივე შეცვლა განხორციელებული ჰქონდა, მისი გუნდი კაცნაკლული დარჩა.
სევილია. "სანჩეს პისხუანი". 40 972 მაყურებელი
სევილია - რეალი 3:0
გოლები: 1:0 ანდრე სილვა (17), 2:0 ანდრე სილვა (21), 3:0 ბენ იედერი (39)
სევილია: ვაცლიკი, კიაერი, გარისო, გომესი, არანა (ნოლიტო 85), ნავასი, ბანეგა (მესა 90+1), ვასკესი, სარაბია, ბენ იედერი (პრომესი 69), ანდრე სილვა
რეალი: კურტუა, რამოსი, მარსელო, ნაჩო (ვასკესი 59), ვარანი, მოდრიჩი (სებალიოსი 70), კროოსი, კაზემირო, ასენსიო, ბენზემა (დიასი 59), ბეილი
სენსაცია: "ბარსელონა" აუტსაიდერ "ლეგანესთან" დამარცხდა [VIDEO]
ხულენ ლოპეტეგი: ეს ნებისმიერ გუნდს შეიძლება მოუვიდეს
"რეალმა" "ესპანიოლს" 1:0 სძლია და გალიდერდა - დროებით? [VIDEO]