ლა ლიგა. VIII ტურის წინ: "მესტალია" "ბარსას" ელის

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატში ორხელისუფლებიანობაა და "ბარსა" "რეალს" ბურთების უკეთესი სხვაობით უწევს მეტოქეობას.

ერნესტო ვალვერდეს გუნდს დიდი გამოცდა ელის - "მესტალია" და "ვალენსია" მზად არიან, ლა ლიგაში "ბარსას" სამმატჩიანი მოუგებელი სერია გაიზარდოს.

ორივე გუნდი გამოსწორებული ხასიათით ხვდება ამ თამაშს - ჩემპიონს ლა ლიგაში კრიზისი კი გაუგრძელდა, მაგრამ ლეო მესიმ და კომპანიამ "უემბლიზეც" დაამტკიცეს, რა შეუძლიათ - "ტოტენჰემი" 4:2 დაამარცხა, "ვალენსიამ" კი "ოლდ ტრეფორდზე" არ წააგო, ხოლო ლა ლიგის ბოლო ტურში სულაც სეზონის პირველი გამარჯვება იზეიმა.

გასულ სეზონში ამ გუნდებმა "მესტალიაზე" 1:1 ითამაშეს.
როდრიგოს გოლს მატჩის მიწურულისკენ ექსვალენსიელმა ჟორდი ალბამ უპასუხა და "ბარსა" მარცხისგან იხსნა. ამის შემდეგ გუნდებმა კიდევ სამჯერ ითამაშეს და სამივე მატჩი კატალონიელებმა მოიგეს (2-ჯერ კოპა დელ რეიზე, ერთხელ - ჩემპიონატში). სავარაუდო შემადგენლობები ასე გამოიყურება:

ვალენსია (4-4-2): ნეტო - პიჩინი, გაბრიელ პაულისტა, გარაი, გაია - სოლერი, კონდოგბია, პარეხო, გედეში - გამეირო, როდრიგო

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო - მესი, ლ. სუარესი, დემბელე.

მადრიდის "რეალს" ბასკეთში "ალავესთან" ჭიდილი მოუწევს. "სამეფო კლუბი" მოსკოვიდან შერცხვენილი დაბრუნდა - ცსკა-სთან ჩემპიონთა ლიგაზე 0:1 დამარცხდა და არც ლა ლიგაში ყოჩაღობს. გამარჯვების შემთხვევაში, ბასკური კლუბი "სამეფოს" დაეწევა. "რეალმა" სტუმრად ბოლოს აგვისტოში მოიგო. ასე რომ, გამორიცხული არაფერია. აი, ამის შემდეგ კი ხულიენ ლოპეტეგის მართლაც გაუჭირდება სკამის შენარჩუნება.

რეალი (სავარაუდო): კურტუა - ოდრიოზოლა, ვარანი, სერხიო რამოსი, ნაჩო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ასენსიო, ბენზემა, სებალიოსი.

სხვა მატჩებიდან აღვნიშნავთ "ატლეტიკოსა" და "ბეტისის" ჯახს "ვანდა მეტროპოლიტანოზე". "ბეტისი" ბოლო დროს სტუმრად უბრალოდ დიდებულად თამაშობს.

ატლეტიკო (სავარაუდო): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - საულ ნიგესი, როდრი, კოკე - ლემარი - გრიზმანი, ა. კორეა.

ტურში არის "სევილიასა" და "სელტას" დაპირისპირება და, რა თქმა უნდა, ბასკური დერბი - "ბილბაო" "რეალ სოსიედადს" უმასპინძლებს.

ფაქტები
  • "ვალენსიამ" ლა ლიგაში ბოლო სამი საშინაო მატჩი ფრედ ითამაშა.
  • "ვალენსიას" ბოლო 7 საჩემპიონატო მატჩიდან 6-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.
  • "ბარსელონას" ბოლო 7 საგარეო მატჩიდან (ლა ლიგაში) 6-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.
  • "რეალმა" "ალავესს" ურთიერთდაპირისპირებებში ბოლო 9 თამაში მოუგო.
  • ამ 9 დაპირისპირებიდან 8-ში "რეალმა" "ალავესს" 3 გოლი მაინც გაუტანა.
  • "ატლეტიკოს" შინ ლა ლიგაში ბოლო 24 თამაშიდან 23-ში არ წაუგია.
  • "ბეტისმა" ლა ლიგაში ბოლო 8 საგარეო მატჩიდან 6-ში კარი მშრალად შეინახა.
  • "ბილბაომ" ლა ლიგაში ბოლო 5 საშინაო მატჩი ვერ მოიგო.

ლა ლიგა. VIII ტური
პარასკევი, 5 ოქტომბერი
ბილბაო- სოსიედადი 1:3
გოლები: 0:1, 1:3 მიკელ ოიარზაბალ (პენ. 30, 74), 1:1 იკერ მუნიანი (32), 1:2 ლუკა სანგალი (47)

შაბათი, 6 ოქტომბერი
ჟირონა-ეიბარი 15:00
ხეტაფე-ლევანტე 18:15
ალავესი-რეალი 20:30
ლეგანესი-რაიო ვალეკანო 22:45

პარასკევი, 7 ოქტომბერი
ვალიადოლიდი-უესკა 14:00
ატლეტიკო-ბეტისი 18:15
ესპანიოლი-ვილიარეალი 20:30
სევილია-სელტა 20:30
ვალენსია-ბარსელონა 22:45

ბომბარდირები: 7 - ანდრე სილვა (სევილია); 6 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 5 - ლიონელ მესი (ბარსელონა), იაგო ასპასი (სელტა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლონგლე არა, ლენგლე ჰქვია :)))
თიკა
17:57 06-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული