ერნესტო ვალვერდე: "ბარსელონა" დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს

AutoSharing Option
ლა ლიგას მე-8 ტურში "ვალენსიასთან" ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა.

"გუნდი მოედანზე იმ განწყობის გარეშე გავიდა, რომელიც უნდა ჰქონდეს. არადა, ოთხი დღის წინ ყველაფერი იდეალურად იყო. მაშინ თამაში დავიწყეთ და 2 წუთში გავიტანეთ გოლი. ახლა კი პირიქით მოხდა.

სულ მგონია, რომ დინების საწინააღმდეგოდ მივცურავთ, მაგრამ ვიცით, ყველაფერი შეიცვლება", - განუცხადა ვალვერდემ "მარკას".

"ბარსამ" პრიმერას ბოლო 4 შეხვედრიდან ვერც ერთი ვერ მოიგო - 3 ფრე და 1 წაგება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს კაცი უნდა წავიდეს !!! ეს ბარსას ისეთ ფეხბურთს ათამაშებს რომელიც არ არის მისაღები გულშემატკივრებისათვის.ზედმეტად პრაგმატული მწვრთნელია,ეს კი ბარსას უბრალოდ არ შეშვენის.
RUS-777
13:36 09-10-2018
0
ვალვერდე წადიი !!!!!!
თიკა
10:36 08-10-2018
1

სიახლეები პოპულარული