
ფეხბურთელის აღდგენის პროცესი ტრავმის შემდეგ გეგმის მიხედვით არ მიმდინარეობს. კლუბი ეჭვობს, რომ უმტიტმა შესაძლოა წლის ბოლომდე ვერ ითამაშოს, - იტყობინება Diario Sport-ი.
ფრანგს მუხლის პრობლემები აწუხებს და მკურნალობის ორი ვარიანტი აქვს: რადიკალური - ოპერაცია და კონსერვატული - ქსოვილის რეგენარაცია.
ოპერაციის გარეშეც უმტიტის მონაწილეობა "სევილიასთან" (20 ოქტომბერი), "ინტერთან" (23 ოქტომბერი) და მადრიდის "რეალთან" (28) მატჩებში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.