როგორ წაართვეს "ბარსელონას" 2014 წელს ესპანეთის ჩემპიონობა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელის ხერარდო მარტინოს თანაშემწემ ელვიო პაოლოროსომ გაიხსენა 2013/2014 წლების სეზონში "ატლეტიკოსთან" მატჩში (1:1) მსაჯის შეცდომის შედეგად როგორ დაკარგეს ოქროს მედლები.

ეს 38-ე ტურის შეხვედრა იყო და "ბარსას" პირველ ადგილზე გასასვლელად გამარჯვება ესაჭიროებოდა, თამაში ფრედ დასრულდა და ჩემპიონი როხიბლანკო გახდა.

"64-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მესიმ გოლი გაიტანა, მაგრამ არბიტრმა მატეუ ლაოსმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

გოლი რომ ჩათვლილიყო, ჩემპიონები გავხდებოდით. გასახდელში ვტიროდით, მაშინ რეფერი ჩვენთან შემოვიდ და ბოდიში მოიხადა. რთული წელიწადი იყო", - განუცხადა პაოლოროსომ TNT Sports-ს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მსაჯების შეცდომები რომ არა, 21-ე საუკუნეში 4-ის ნაცვლად მაქსიმუმ 2-ჯერ გექნებოდათ ჩემპიონთა ლიგა მოგებული. ასე რომ ბარსამ და რეალმა მსაჯების შეცდომებზე არ უნდა ისაუბრონ.
Lasha
19:14 14-10-2018
7

სიახლეები პოპულარული