"ბარსელონას" მცველი ტომას ვერმაელენი ისევ ტრავმირებულია.
კლუბის საიტი იტყობინება, რომ ფეხბურთელმა მორიგი ტრავმა მიიღო.
ტომასმა ბარძაყის ტრავმა ბელგიის ნაკრებში ერთა ლიგაზე შვეიცარიასთან მატჩში მიიღო და დაახლოებით 6 კვირა გაუცდება.
"ბარსას" ახლა მწყობრში მხოლოდ 4 მცველი ჰყავს და რომელიმე მათგანის დისკვალიფიკაციის ან ტრავმის მიღების შემთხვევაში პრობლემა შეექმნება.
20 ოქტომბერს ასულგრანა "სევილიას" ხვდება, 28 ოქტომბერს კი ელ კლასიკოა.