კარისუ: "რეალი" დავამარცხეთ და ახლა "კამპ ნოუზე" უნდა გამოვიჩინოთ თავი

AutoSharing Option
"სევილიას" პორტუგალიელმა მცველმა დანიელ კარისუმ "ბარსელონასთან" მომავალ მატჩზე ისაუბრა.

"შაბათს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დავუპირისპირდებით. ამ თამაშს თვითდარწმუნებულნი და კარგ ფორმაში მყოფნი ვხვდებით. დადებითი შედეგის მიღწევის იმედი გვაქვს.

"რეალი" დავამარცხეთ და ახლა "კამპ ნოუზე" უნდა გამოვიჩინოთ თავი. "ბარსელონა" ფავორიტია, თანაც სახლში ითამაშებს.

ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ დიდი დროა, ჩვენ მწვრთნელის იდეების ხორცშესხმას შევეცდებით.

ანდრე სილვას გუნდთან ადაპტაცია რ გასჭირვებია, იმედია გუნდს დაეხმარება".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული