ზამთარში მალკომის შეძენას "ტოტენჰემი" ეცდება

AutoSharing Option
"ბარსელონას" შემტევმა მალკომმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 25 წუთი გაატარა მოედანზე. ის ვალვერდეს გუნდში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები პრაქტიკის მქონე ფეხბურთელია.

როგორც ესპანური Sport-ი იუწყება, ბრაზილიელ ფეხბურთელს მსურველების რიგი უდგას. მისით "ინტერი", "არსენალი" და "ტოტენჰემი" ინტერესდებიან.

"ტოტენჰემი" ბრაზილიელში 50 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, ეს კი 10 მილიონით მეტია იმ თანხაზე, რაც მალკომის სანაცვლოდ "ბლაუგრანამ" "ბორდოს" გადაუხადა.

ლონდონურ კლუბს გასულ ზაფხულს არცერთი ტრანსფერი არ განუხორციელებია. ამიტომ ხელმძღვანელობა გუნდის გაძლიერებას ზამთარში ეცდება.

ბრაზილიელი შემტევი "ბარსელონამ" წინა სატრანსფერო ფანჯრისას მაშინ შეიძინა, როცა ის "რომასთან" ხელშეკრულების
გასაფორმებლად მიფრინავდა.

alt"ბარსელონას" ახალწვეული მალკომი: იმისათვის, რათა ფეხბურთელი გამოვსულიყავი, ჩემმა ბებიამ ყველაფერი გაყიდა

alt"რომამ" "ბარსელონაზე" შური იძია და შემადგენლობიდან მალკომის გვარი ამოშალა



მომზადებულია Sport.es-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
უნდა შემაძულოს ამ ბიჭმა ტოტენჰემი. მალკომს ბევრ უთამაშებლობას და კარიერის რეგრესს ვუსურვებ რაც რომას გაუკეთა იმის გამო )))
ტოტტი
20:44 19-10-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული