"ბარსელონამ" გაიმარჯვა და გალიდერდა, მესიმ ტრავმა მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-9 ტურში "ბარსელონამ" სახლში 4:2 დაამარცხა "სევილია".

"ბარსელონამ" 18 ქულა დააგროვა და გალიდერდა. მეორე ადგილზე 17 ქულით "ალავესია", ხოლო "რეალი" 14 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

ამ მატჩის პირველ ტაიმში ხელის ტრავმა მიიღო "ბარსას" ლიდერმა ლეო მესიმ და შეცვალეს. იქამდე მან ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო შემდეგ გოლი გაიტანა.

ლუის სუარესმა ბოლო 7 თამაშში პირველი გოლი გაიტანა - პენალტით. უკანასკნელად ურუგვაელმა 15 სექტემბერს ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში "სოსიედადის" კარი დალაშქრა.

შეგახსენებთ, 28 ოქტომბერს პრიმერას მორიგ ტურში "ბარსელონა" "რეალს" უმასპინძლებს.

ბარსელონა.
"კამპ ნოუ". 88 712 მაყურებელი
ბარსელონა - სევილია 4:2
გოლები: 1:0 კოუტინიო (2), 2:0 მესი (12), 3:0 სუარესი (63, პენ), 3:1 სარაბია (79), 4:1 რაკიტიჩი (88), 4:2 მურიელი (90+1)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩვენს საყვარელ მესის, ვუსურვებთ მალე გამოჯამრთელებას. უშენოდ არ ვარგივართ. რა კარგად დაიწყო სევილიასთან თამაში და უცებ ასეთი საინელება მოხდა. მალე, მალე დაგვიბრუნდი ლეგენდა! (გაიხაროს მაფიოზმა, დაბოლილმა მარადონამ )









0))



ნონა
21:21 21-10-2018
0
Vin noieri reebs aketebs teshtegeni dafrinavs tipi lovchik daayene es bichi ty ginda ro ar gagapintrishon nakrebidan augebeli aigovi amas qvia ra
Emigranti
03:30 21-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული