"ბარსელონას" ტვიტერი იტყობინება, რომ "სევილიასთან" მატჩისას ტრავმის მიღების შემდეგ თავდამსხმელ ლეო მესის სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და დადგინდა, რომ მარჯვენა ხელი აქვს მოტეხილი.
მესის მიღებული ტრავმის გამო მინიმუმ სამი კვირა გაუცდება.
მან მე-18 წუთზე მეტოქე გუნდის ნახევარმცველთან ფრანკო ვასკესთან შეჯახებისას ხელის ტრავმა მიიღო და 26-ე წუთზე შეცვალეს.
ლეო ვერ შეძლებს ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერთან" თამაშს და ელ კლასიკოშიც ვერ მიიღებს მონაწილეობას, აგრეთვე გამოტოვებს "ლეონესასთან", "რაიო ვალეკანოსთან" და "ბეტისთან" შეხვედრებს.
მას ელ კლასიკო 11 წელია არ გამოტოვებია.