ბოლო 11 წელიწადში პირველად - კლასიკოში არც მესი და არც რონალდო იქნება

AutoSharing Option
28 ოქტომბერს ელ კლასიკო გაიმართება, რომელშიც ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად, არც ლეო მესი და არც კრიშტიანო რონალდო მონაწილეობას არ მიიღეებენ.

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მადრიდული კლუბი გასულ ზაფხულში დატოვა, "იუვენტუსს" შეუერთდა და მის არყოფნას გულშემატკივარი შეეგუა კიდეც, თუმცა ერთ კვირაში გასამართ მატჩში არც ლეო მესი იქნება, რომელმაც ტრავმა 20 ოქტომბერს "სევილიასთან" მიიღო.

უკანასკნელ 14 წელიწადში ეს მხოლოდ მესამე კლასიკო იქნება, რომელაც ლეო მესი გამოტოვებს.

აღსანიშნავია, რომ იმ ორი მატჩიდან მესის გარეშე "ბარსელონამ" ვერცერთში გაიმარჯვა.

altმესის მარჯვენა ხელი აქვს მოტეხილი და სამი

კვირა იუქმებს [VIDEO]

altმოდრიჩი: მესი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ არასოდეს ვითამაშებ მასთან ერთად

მკითხველის კომენტარები / 4 /
ელკლასიკო ამათგარეშე წარმოუდგენლად მეჩვენება :((
T.k
21 ოქტომბერი 2018 15:40
0
ალფრედო დი სტეფანო 1945-1959
პელე 1956-დან 1972-მდე
კრუიფი 1966-დან 1980-მდე
მარადონა 1980-დან 1994-მდე
ზიდანი 1996-დან 2008-მდე.
მესი და რონალდო 2005-დან....
ფეხბურთს ყოველთვის ჰყავდა და ეყოლება მეფეები...
ზაზა
21 ოქტომბერი 2018 13:28
1
ვფიქრობ რონალდინიოც კარგიიქნება თქვენ სიაში
T.k
21 ოქტომბერი 2018 15:38
0
სამწუხაროა:(. არც რეალის ფანი ვარ და არც ბარსასი, მე იტალიურ ფეხბურთზე და მის დიდ ფილოსოფიურ გენიაზე ვგიჯდები, მაგრამ ვახიარებ სინანულით ამ ორი გენიოსის ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ როგორ გახარიბდება ეს სპორტი და როგორ მოგვანატრებენ თავს. გასაგებია ისიც რომ არიან მბამპე, და თუნდაც ნეიმარი, მაგრამ მოდით ყველამ ვახიაროთ რომ ესენი ეპოქალური არათუ ფეხბურთელები, არამედ ეპოქალური ადამიანები არიან. ინკოგნიტო1
Val
21 ოქტომბერი 2018 12:01
0

სიახლეები პოპულარული