
"გულწრფელად რომ ვთქვა, ახლა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, "ბარსელონას" და "ატლეტიკოს" მეკარეები საუკეთესოები არიან " - ასე უპასუხა "რეალის" ყოფილმა კაპიტანმა ერთ-ერთი გულშემატკივრის შეკითხვას Twitter-ზე.
იან ობლაკმა "ატლეტიკოს" რიგებში ჩატარებულ 174 მატჩში მხოლოდ 104 გოლი გაუშვა, რაც შეეხება "ბარსელონას" გერმანელ კიპერს, ჩატარებულ 153 შეხვედრაში მისი კარის ბადეში ბურთი 143-ჯერ შეგორდა.
იკერ კასილასმა მადრიდის "რეალის" პირველ გუნდში 16 წელი ითამაშა, 2015 წელს კი "პორტუს"
შეუერთდა.