იკერ კასილასი: ტერ შტეგენი და იან ობლაკი მსოფლიოს საუკეთესოები არიან

AutoSharing Option
"პორტოს" მეკარე იკერ კასილასი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებად იან ობლაკს და მარკ-ანდრე ტერ შტეგენს მიიჩნევს.

"გულწრფელად რომ ვთქვა, ახლა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, "ბარსელონას" და "ატლეტიკოს" მეკარეები საუკეთესოები არიან " - ასე უპასუხა "რეალის" ყოფილმა კაპიტანმა ერთ-ერთი გულშემატკივრის შეკითხვას Twitter-ზე.

იან ობლაკმა "ატლეტიკოს" რიგებში ჩატარებულ 174 მატჩში მხოლოდ 104 გოლი გაუშვა, რაც შეეხება "ბარსელონას" გერმანელ კიპერს, ჩატარებულ 153 შეხვედრაში მისი კარის ბადეში ბურთი 143-ჯერ შეგორდა.

იკერ კასილასმა მადრიდის "რეალის" პირველ გუნდში 16 წელი ითამაშა, 2015 წელს კი "პორტუს"
შეუერთდა.

altიკერ კასილასი: კარიერის

დასრულება ამ გუნდში მსურს

altოლივერ კანი: ტერ შტეგენი ახლა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა

მკითხველის კომენტარები / 1 /
შტეგე მაგარია! რა სეივებს აკეთებს?!
გია
11:39 27-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული