"რეალი" იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერზე ამუშავდა - დაბრუნდება ზლატანი ესპანეთში?

AutoSharing Option
მადრიდის "რეალს" რომ სერიოზული პრობლემები აქვს, ამაზე აღარავინ დავობს. ბოლო ჩატარებულ ხუთ მატჩში მადრიდელებმა ვერცერთში გაიმარჯვეს. მეტიც - ამ თამაშებში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს.

გატანილი გოლების ნაკლებობა, რომელიც კრიშტიანო რონალდოს წასვლას მოჰყვა, მარიანო დიასმა ვერ გამოასწორა. ამიტომ მადრიდელები ზამთარში კვალიფიციური თავდამსხმელის დამატებას გეგმავენ.

როგორც ესპანური COPE წერს, მადრიდელებს ზამთარში შვედი ფორვარდის ნახევარწლიანი იჯარით დამატება სურთ. დეკემბერში MLS-ის სეზონი მთავრდება. სწორედ შესვენების პერიოდში სურს "რეალის" ხელმძღვანელობას ზლატანის დამატება.

მიმდინარე სეზონში 37 წლის თავდამსხმელმა 26 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 7
საგოლე გადაცემა შეასრულა.

altზლატან იბრაჰიმოვიჩი შეიძლება ზამთარში "მანჩესტერში" დაბრუნდეს

altიბრაჰიმოვიჩის მორიგი სუპერმატჩი და მე-20 გოლი ამერიკაში [VIDEO]

altზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერის მე-500 გოლი თავის სტილში გაიტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
არ მგონია ზლატანი რეალში გადავიდეს :)) ინტერვიუ მაქვს ნანახი სადაც ამბობდა რომ არასდროს ითამაშებდა ბარსელონას “მტერ” გუნდში მაგრამ ყველაფერი ხდება :დ ვნახოთრას მოიმოქმედებს ღმერთკაცა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული