ლუიშ ფიგუ: ედენ აზარმა რონალდო უნდა შეცვალოს, მას "რეალში" თამაში სურს

AutoSharing Option
ვეტერანი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ მიიჩნევს, რომ მადრიდის "რეალი" კრიშტიანო რონალდოს გარეშე სუსტია.

"სამეფო კლუბის" ყოფილი ფეხბურთელი თვლის, რომ მისი თანამემამულის საუკეთესო შემცვლელი ბელგიელი ედენ აზარი იქნება.

"რონალდო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რადგან ის უამრავი გოლის გატანის გარანტია. ედენ აზარი დიდებული ფეხბურთელია, დღეისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა და რაც მთავარია, "რეალში" თამაში სურს", - განაცხადა ლუიშ ფიგუმ.

"ბარსელონას" ყოფილმა კაპიტანმა კარიერა 2009 წელს მილანის "ინტერში" დაასრულა.

altრივალდო: კრიშტიანო რონალდოს შეცვლა არავის შეუძლია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული