
"რონალდო უდიდესი მოთამაშეა. ის "რეალისთვის" დიდი ძალა არამხოლოდ გატანილი გოლების, ასევე მისი ხასიათის გამოც იყო, რადგან მას სძულს წაგება. ფაქტია, რომ მისი სრულყოფილად შეცვლა არავის შეუძლია", - განაცხადა რივალდომ.
ბრაზილიელი მესის ტრავმასაც შეეხო და თქვა, რომ ეს "ბარსელონას" სხვა ფეხბურთელებისთვის შანსია, რომ მათი ლიდერული უნარები გამოავლინონ.
რივალდომ ფეხბურთის თამაში 2015 წელს სამშობლოში დაასრულა, ყველაზე წარმატებულად კი "ბარსელონაში" იასპარეზა.