ლოპეტეგი "ბარსელონასთან" განადგურებაზე: ვფიქრობ, შედეგი არ ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ "ბარსელონასთან" (1:5) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"წაგება ყოველთვის უსიამოვნოა, განსაკუთრებით, "ბარსელონასთან" შეხვედრაში. მატჩის განმავლობაში გვქონდა საშუალება, თამაშის მიმდინარეობა ჩვენ სასარგებლოდ შეგვეცვალა.

მეორე ტაიმში ერთი ბურთი გავქვითეთ, თუმცა შემდეგ კვლავ გავუშვით და ყველაფერი ნათელი გახდა. საბოლოო ანგარიში ნამეტანი მეჩვენება.

ვფიქრობ, შედეგი არ ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. სიტუაცია რთული და საწყენია, მაგრამ გამანადგურებელი მარცხის მიუხედავად, ჩემს თავში ძალას ვხედავ და შემიძლია მუშაობის გაგრძელება.

ჩემი აზრით, გუნდი იზრდება და ვითარდება", - აღნიშნა ლოპეტეგიმ.

altმესის არყოფნისას სუარესმა

ჰეთ-თრიკი შეასრულა და "ბარსელონამ" "რეალი" გაანადგურა [VIDEO]


altპიკემ "რეალთან" მატჩისას ხუთი თითი უჩვენა - ეს პირველად არ გააკეთა

altსუარესი: დავამტკიცეთ, რომ მესის გარეშეც შესანიშნავი გუნდი ვართ

მკითხველის კომენტარები / 2 /
შენ კი ხედავ, მარა ფლორენტინო ვეღარ ხედავს
შაკო
15:55 29-10-2018
0
ეგ შენ გგონია რომ არასახავს ბარსას მხოლოდ 15 წუთი ‘ჩამოეძინა’ მაგრამ ყველაფერში უპირატესობას ფლობდა და გასაკვირიც არის რომ უფრო მეტი ბურთის სხვაობაარ ჰქონდა და შენც კარგად ხვდები რომ ბარსამ გაგანადგურათ :(( სად არის ზიდანი
რაცშეეხებაბარსას ძაან კლასნები მყვანან :*** ყოჩაღ ვალვერდე მას ე გააგრძელე ვისკა ბარსა
1

სიახლეები პოპულარული