სერხიო ბუსკეტსი: ლეო მესის გარეშე ასეთი გამარჯვება დიდი მიღწევაა

AutoSharing Option
ლიონელ მესის გარეშე "რეალის" გამანადგურებელი ანგარიშით (5:1) გამარჯვება "ბარსელონას" ვიცე-კაპიტანმა სერხიო ბუსკეტსმა დიდ მიღწევად შეაფასა.

"ლეო მესის გარეშე ასეთი გამარჯება დიდი მიღწევაა. ზოგადად, როცა გვიჭირს, ლეო გვშველის ხოლმე, მაგრამ დღეს გუნდმა ყველაფერი გააკეთა. ვიცოდით, რომ თუ მათ პრესინგს გავუძლებდით, შანსები გვექნებოდა, გავუძელით კიდეც და გოლებიც მოვიდა" - განაცხადა სერხიო ბუსკეტსმა "ბარსელონას" ოფიციალურ გვერდთან საუბრისას.

ამ გამარჯვებით "ბლაუგრანა" ლა ლიგაში გალიდერდა, მადრიდული გრანდი კი მე-9 პოზიციას იკავებს.

ელ კლასიკოში გამანადგურებელი სხვაობით მარცხის გამო ხულენ ლოპეტეგის, სავარაუდოდ, დღესვე გადააყენებენ.


altMarca: ლოპეტეგი "რეალის"

ფეხბურთელებს დაემშვიდობა

altსერხიო რამოსი: დაველოდოთ რამდენიმე საათის გასვლას და რაც მოხდება, მოხდება

altლოპეტეგი "ბარსელონასთან" განადგურებაზე: ვფიქრობ, შედეგი არ ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული