უტკინი: "რეალი" ძვირფასი სავარძელია, კონტე კი ტაბურეტების დამზადების ოსტატია

AutoSharing Option
ცნობილ რუს კომენტატორს, ვასილი უტკინს ანტონიო კონტე "რეალის" მწვრთნელობის შესაფერის და საკადრის კანდიდატად არ მიაჩნია.

"კონტე "რეალში" - ეს ბოდვაა. ის მადრიდული გუნდის შესაფერისი მწვრთნელი არაა.

"რეალი" სერიოზული ავეჯის კოლექციის სავარძელია, რომელსაც ოსტატი დიდხანს ამზადებს ხელით, იქამდე კი დიდხანს ხატავენ. კონტე კი ძალიან კარგი, მსოფლიოში საუკეთესო ტაბურეტების დამზადების ოსტატია.

სწორედ ამიტომ მიაღწია უცბად წარმატებას ინგლისში, რადგან მისი კონსტრუქცია გამოცდილი და მარტივია. სწორედ ამიტომ მას ძალიან სწრაფად მიესადაგა", - განაცხადა უტკინმა რადიო "ეხო მოსკვას" ეთერში.

კონტეს "რეალმა" კონტრაქტის სეზონის ბოლომდე გაფორმება
შესთავაზა, რაზეც უარი განაცხადა და გუნდი 15 დღით სანტიაგო სოლარის ჩააბარეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
საუცხოო შეფასებაა. 100%
კუ
12:11 06-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული