"რეალის" მწვრთნელად შეიძლება რობერტო მარტინესი დანიშნონ.
რადიო Cadena Ser-ის ცნობით, თუ ბელგიის ნაკრების მწვრთნელს რობერტო მარტინესს "რეალი" მოელაპარაკება, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია წინააღმდეგობას არ შეუქმნის.
ბელგიის ეროვნულ გუნდს ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 15 და 18 ნოემბერს მატჩები აქვს ჩასატარებელი და ამის შემდეგ მზად არიან მარტინესი გაუშვან.
მარტინესს კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და სამუშაოდ ბლანკოსში გადასვლის შემთხვევაში, ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია კომპენსაციის გადახდას მოითხოვს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარტინესი "რეალის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია.
მისი ხელმძღვანელობით ბელგიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი
დაიკავა.