მიკაელ ლაუდრუპმა "რეალის" ჩაბარებაზე ური განაცხადა

AutoSharing Option
As-ი ირწმუნება, რომ "რეალის" ხელმძღვანელობა მიკაელ ლაუდრუპს დაუკავშირდა და მწვრთნელობა შესთავაზა, მაგრამ მან უარი განაცხადა.

თურმე, ლაუდრუპს იმედი არა აქვს, რომ ასეთ მძიმე სიტუაციაში მყოფი გუნდის ფეხზე დაყენებას შეძლებს და ამიტომ თქვა უარი.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაუდრუპმა თავად შესთავაზა ბლანკოსს თავისი სამსახური, თუმცა მან თქვა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

დანიელი 1989-1994 წლებში "ბარსელონაში", ხოლო 1994-1996 წლებში "რეალში" თამაშობდა.

"რეალს" 15 დღის განმავლობაში სანტიაგო სოლარი უხელმძღვანელებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული