"რეალის" წარუმატებლად ასპარეზობის გამო წყალი შეუდგა მის მწვრთნელს ხულენ ლოპეტეგის.
"კორიერე დელო სპორტი" იუწყება, რომ "რეალის" ხელმძღვანელობამ მოლაპარაკება წამოიწყო ანტონიო კონტესთან, რომელიც ამჟამად უმუშევარია.
Telemadrid-ის ცნობით კი "სამეფო კლუბს" თავისი სამსახური მიკაელ ლაუდრუპმა შესთავაზა. ის ამ გუნდში 1994-1996 წლებში თამაშობდა, სათავეში ედგა "ხეტაფეს", მოსკოვის "სპარტაკს", "მალიორკას", "სუონსისა" და კატარის "ალ რაიანს", საიდანაც გასული სეზონის დასრულებისთანავე დაითხოვეს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ 28 ოქტომბერს "რეალი" "ბარსელონასთან" დამარცხდა, ლოპეტეგის გადააყენებენ.