ESPN-ის ჟურნალისტი: ლოპეტეგის მტრები მეტოქეები კი არა, პერესი და "რეალის" ფეხბურთელები იყვნენ

AutoSharing Option
ESPN-ის ჟურნალისტმა გრემ ჰანტერმა "რეალის" მწვრთნელის ხულენ ლოპეტეგის გადაყენებაზე გამოთქვა მოსაზრება.

"ლოპეტეგის ყველაზე დიდი შეცდომა იმაში მდგომარეობდა, რომ ის არათუ არ იცნობდა თავის მტერს, არამედ არ ესმოდა, მისი მტრები ლა ლიგას გუნდები კი არა, კლუბის პრეზიდენტი და თავისი მოთამაშეები რომ იყვნენ.

ვერ შეიგნო, რომ ისეთი არამშვიდი ადამიანი, როგორიც პერესია, დიდხანს არ იფიქრებდა მწვრთნელის გადაყენებაზე, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ესპანეთის ნაკრების ხელმძღვანელობაზე თქვა უარი. ესაა მტერი, რომელსაც უნდა უფრთხოდე და მასთან ან ძალიან ახლოს იყო და ან გარკვეულ დისტანციაზე.

ლოპეტეგი ვერ
მიხვდა, რომ ზოგიერთი მისი ფეხბურთელი ჰიბერნაციულ პროცესში იმყოფებოდა. ისინი ძალიან მოკლე პერიოდში ესპანეთის ჩემპიონები გახდნენ და სამჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა. მტერი შიგნით არსებობდა: სისუსტე, მოშვებულობა და თვითკმაყოფილება".

მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდი ხანია პერესს ვინმე არ გაუგდია, ზიდანი თავისით წავიდა, რონალდუ გაიქცა, და ვინმე ხომ უნდა გაეგდო წელს? :დ
ქუთაისელი
10:32 31-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული