სერხიო რამოსი: პასუხისმგებლები ჩვენ ვართ, მოქმედების დროა

AutoSharing Option
დღეს, 31 ოქტომბერს მადრიდის "რეალი" ხულენ ლოპეტეგის წასვლის შემდეგ პირველ მატჩს გამართავს.

სანტიაგო სოლარის გუნდი სადებიუტო მატჩში ესპანეთის თასზე "მელილას" დაუპირისპირდება.

მადრიდელთა არადამაჯერებელ თამაშს გუნდის კაპიტანი სერხიო რამოსი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველაფერზე პასუხისმგებლები მოთამაშეები არიან.

"ყველაფერი ვიცით და ამ სიტუაციაში პასუხისმგებლობასაც ვგრძნობთ, მაგრამ საუბრის დრო აღარ გვაქვს, მოქმედების დროა" - წერს სერხიო რამოსი Twitter-ზე.

მადრიდული გრანდი მიმდინარე სეზონში არადამაჯერებლად თამაშობს. გუნდი ბოლო 7 მატჩიდან 5-ში დამარცხდა, მათ შორის, "ბარსელონასთან" (5:1), რასაც ხულენ ლოპეტეგი შეეწირა.

მადრიდის "რეალისა" და "მელილას" დაპირისპირება
დღეს, 31 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება.

altESPN-ის ჟურნალისტი: ლოპეტეგის მტრები მეტოქეები კი არა, პერესი და "რეალის" ფეხბურთელები იყვნენ

altგაწუწურაქებული ბაბუა ფლო "რეალს" უფსკრულისკენ მიაქანებს

altკანსელუ: "რეალი" რონალდოს გარეშე 1:5-ს აგებს, "ბარსელონა" მესის გარეშე 5:1-ს იგებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული