ანტუან გრიზმანი: "ოქროს ბურთის" მოგებაზე ვოცნებობ

AutoSharing Option
წარმატებული წლის შემდეგ "ატლეტიკოს" ფორვარდი ანტუან გრიზმანი "ოქროს ბურთის" მოგებაზე ოცნებობს.

ფრანგი ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ წელს შეძლებს რონალდოსა და მესის ჰეგემონიის დამხობას და ამ ტიტულს დაეუფლება.

"ინდივიდუალურ დონეზე "ოქროს ბურთი" საუკეთესო პრიზია. ეს ყველაზე ისტორიული და პრესტიჟული ჯილდოა. კარგი იქნება, თუ მას მოვიგებ, რადგან მე ბევრი რამ გავაკეთე, ყველაზე რთული კი 3 წლის ასაკში ოჯახთან განშორება იყო.  არ შემეშინდება და ვიტყვი, რომ ვოცნებობ "ოქროს ბურთზე", ჩემპიონთა ლიგაზე, მსოფლიო ჩემპიონატსა და ბევრ სხვა რამეზე. ეს ოცნებები მაძლევს ძალას, რომ ყოველდღე გავაკეთო
რაღაც, რაც მათ ახდენაში დამეხმარება" - განაცხადა ანტუან გრიზმანმა ESPN-სთან.

ანტუან გრიზმანმა 2018 წელს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი,  "ატლეტიკოსთან" ერთად კი ევროპა ლიგა მოიგო.

altანტუან გრიზმანი: დილის 3 საათზე მეღვიძებოდა, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა

altანტუან გრიზმანი: მე უკვე მესის და რონალდოს დონეზე ვარ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული