ხავი: არტური ჩემს თავს მახსენებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ლეგენდარული ნახევარმცველი და კაპიტანი ხავი ერნანდესი კატალონიური კლუბის ბრაზილიელ ახალწვეულ არტურს აქებს და ამბობს, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი საკუთარ თავს ახსენებს.

"როცა ტელევიზორში არტურის თამაშს ვუყურებ, ჩემს თავს ვხედავ. ის ძალიან კარგად აზროვნებს, დიდი ნიჭი აქვს და რაც ყველაზე მთავარია, განვითარებისთვის ფართო დიაპაზონი გააჩნია. მისი პრიორიტეტი ბურთის შენარჩუნებაა და რთული სიტუაციებიდან ძალიან მარტივად გამოდის. ხასიათიც ძალიან ძლიერი აქვს", - განაცხადა ხავი ერნანდესმა.

38 წლის ფეხბურთელი ყატარულ "ალ სადში" 2015 წლი
დან თამაშობს. რაც შეეხება არტურს, ბრაზილიელი "ბარსელონას" გასულ ზაფხულს "გრემიოდან" შეუერთდა და უკანასკნელ მატჩებში ძირითად შემადგენლობაშიც მოიპოვა ადგილი.

altხავი: მესი რონალდოზე უკეთესია, ის ისტორიაში საუკეთესოა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული