ლა ლიგა. XI ტურის წინ: ახლა ვნახოთ სოლარი ლა ლიგაში...

AutoSharing Option
"სამეფო კლუბში" უკვე შედგა სანტიაგო სოლარის დებიუტი, ახლა ის პირველ თამაშს ლა ლიგაში ითამაშებს - "რეალი" "ვალიადოლიდს" უმასპინძლებს. ლიდერი "ბარსელონა" მადრიდში ჩადის ბოლოსწინა ადგილზე მყოფ "რაიო ვალეკანოსთან" სათამაშოდ.

სოლარის დებიუტს რაც შეეხება, ის ესპანეთის სამეფო თასზე კოპა დელ რეიზე შედგა, მისმა "რეალმა" თამაშის ხალისი წაართვა "მელილიას" - 4:0. არადა, წინ ჯერ კიდევ წინ საპასუხო მატჩია "სანტიაგო ბერნაბეუზე". სოლარის იქ შეუძლია მთლად ბავშვები გაიყვანოს. მის დებიუტში გაიბრწყინა ვინისიუს ჟუნიორმა, რომელმაც პირველად ითამაშა "რეალის" სასტარტო შემადგენლობაში. ასეთი თამაშით კი ის აუცილებლად იმსახურებს
შანსს.

რეალი (სავარაუდო): კურტუა - ოდრიოსოლა, კაზემირო, სერხიო რამოსი, ნაჩო - მოდრიჩი, კროოსი, ისკო - ბეილი, ბენზემა, ასენსიო.

კატალონიელთა ბანაკში ლეო მესი იმდენად გამოკეთდა, რომ ვარჯიშიც დაიწყო, თუმცა მას ნამდვილად ვერ ვნახავთ ამ თამაშში. მის ნაცვლად ისევ უმცროსი ალკანტარა - რაფინია - ითამაშებს. აქვე ვიტყვით, რომ "ბარსას" ლიდერობა მყიფეა - მას და მე-5 ადგილზე მყოფ "ესპანიოლს" შორის სულ 3 ქულაა სხვაობა.

ბარსელონა (სავარაუდო): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ლონგლე, ჟორდი ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური - რაფინია, ლ. სუარესი, კოუტინიო.

ფაქტები
  • ბოლო 4 საშინაო მატჩში "ვალიადოლიდთან" "რეალმა" თითოეულში 4 გოლი მაინც გაიტანა.
  • "რეალმა" "ვალიადოლიდს" ზედიზედ 5 საშინაო მატჩი მოუგო.
  • "ბარსამ" "რაიო ვალეკანოს" ბოლო 10 თამაშში თითოეული ტაიმი მოუგო.
  • "ბარსამ" "რაიო ვალეკანოს" უკანასკნელ 11 ოფიციალურიმატჩში სძლია.

ლა ლიგა. XI ტური
შაბათი, 3 ნოემბერი
ლეგანესი-ატლეტიკო 16:00
რეალი-ვალიადოლიდი 19:15
ვალენსია-ჟირონა 21:30
რაიო ვალეკანო-ბარსელონა 23:45

კვირა, 4 ნოემბერი
ეიბარი-ალავესი 15:00
ვილიარეალი-ლევანტე 19:15
უესკა-ხეტაფე 21:30
სოსიედადი-სევილია 21:30
ბეტისი-სელტა 23:45

ორშაბათი, 5 ნოემბერი
ესპანიოლი-ბილბაო 23:59

ბომბარდირები: 8 - იაგო ასპასი (სელტა), კრისტიან სტუანი (ჟირონა); 7 - ანდრე სილვა (სევილია), ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუის სუარესი (ბარსელონა).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული