"მარკას" ცნობით, 25 წლის სლოვენიელი მეკარე იან ობლაკი "ატლეტიკოს" დატოვებას აპირებს.
საქმე იმაშია, რომ როხიბლანკო მას კონტრაქტის გახანგრძლივებას არ სთავაზობს და იანვარში გუნდის გამოცვლა სურს.
ამის შესახებ ობლაკმა უკვე აუწყა კლუბის პრეზიდენტს ენრიკე სერესოს, მის მოადგოლეს მიგელ ანხელ ხილ მარინს და სპორტულ დირექტორს ანდრეა ბერტეს.
კითხვაზე, დარჩება თუ არა გუნდში, იანმა უპასუხა:"არ ვიცი, მაგრამ ჯერ აქ ვარ".
ობლაკს ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონი ევროა.