ლა ლიგა. XIII ტურის წია: გრანდების ომი ვანდაზე

AutoSharing Option
წლის ბოლო სანაკრებო პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატი XIII ტურით განახლდება.

ვისთვის იქნება ის დანავსული? ტურის მთავარი მატჩი "ვანდა მეტროპოლიტანოზეა" - დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" "ბარსელონას" მასპინძლობს.

ერნესტო ვალვერდეს გუნდი ლიდერია, მაგრამ მისი ლიდერობა ერთობ სიმბოლურია, კატალონიელებს 24 ქულა აქვთ და მხოლოდ ქულით უსწრებენ, როგორც შაბათის მეტოქეს, ისე კიდევ ორ კლუბს, "სევილიასა" და "ალავესს".

გრანდების ომში, შესაძლოა, სწორედ ამ ორი გუნდიდან ერთ-ერთმა იხელთოს დრო. მადრიდელებს არ ეყოლებათ ტრავმირებული დიეგო გოდინი. საეჭვოა მისი თანამემამულე და დაცვის ცენტრში თანამეწყვილე ხოსე ხიმენესის თამაშიც. საეჭვოა კოკეს,
თომა ლემარისა და სტეფან სავიჩის თამაში. სტუმრებს ივან რაკიტიჩი, ფილიპე კოუტინიო და თომას ვერმალენი არ ეყოლება. საეჭვოა სერხი სამპერის თამაში.

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, სავიჩი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - კოკე, თომასი, როდრი, საულ ნიგესი - დიეგო კოშტა, გრიზმანი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ლონგლე, ალბა - ვიდალი, ბუსკეტსი, არტური - მესი, ლ. სუარესი, მალკომი

შაბათს "რეალი" ბასკეთში "ეიბარს" ესტუმრება. "სევილია" "ვალიადოლიდს" მასპინძლობს, "ალავესი" კი პარასკევს გახსნის ტურს, მადრიდში "ლეგანესთან" სტუმრობით.

ფაქტები
  • ლა ლიგაში "ბარსელონას" ბოლო 21 მატჩიდან 17-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.
  • "ბარსელონა" ლა ლიგაში ბოლო 27 მატჩიდან 25-ში წაუგებელია საკუთარი მოედნის გარეთ.
  • "ბარსელონამ" ლა ლიგაში ბოლო 4 მატჩში სულ მცირე, 3-3 გოლი გაიტანა.
  • "ატლეტიკომ" ლა ლიგაში ბოლო 4 საშინაო მატჩი მოიგო.
  • "ატლეტიკოს" ლა ლიგაში 9 ტურია, რაც არ წაუგია (5 მოგება, 4 ფრე).
  • "ატლეტიკოს" სტატისტიკა ამ სეზონში "ვანდა მეტროპოლიტანოზე" - 7 მოგება, 1 ფრე, 0 წაგება.
  • შაბათს "ატლეტიკო" და "ბარსელონა" ლა ლიგაში 163-ედ შეხვდებიან. "ატლეტიკოს" 50 მატჩი აქვს მოგებული, "ბარსას" - 73.
  • ლიონელ მესის "ატლეტიკოს" კარში 28 გოლი აქვს გატანილი (0.78 გოლი თამაშში).
  • "ატლეტიკომ" ლა ლიგის ბოლო 8 ტურიდან 5 მატჩში კარი მშრალად შეინახავს.
  • სამაგიეროდ, უკვე 10 ტურია, რაც "ბარსელონას" კარი მშრალად არ შეუნახია.
  • სერხიო ბუსკეტსი "ბარსელონაში" მე-500 მატჩს თამაშობს.

ლა ლიგა. XIII ტური
პარასკევი, 23 ნოემბერი
ლეგანესი-ალავესი 1:0
გოლი: 1:0 იოსიფ ენ ნესირი (42)

შაბათი, 24 ნოემბერი
ეიბარი-რეალი 16:00
ვალენსია-რაიო ვალეკანო 19:15
უესკა-ლევანტე 21:30
ატლეტიკო-ბარსელონა 23:45

კვირა, 25 ნოემბერი
ბილბაო-ხეტაფე 15:00
სევილია-ვალიადოლიდი 19:15
ესპანიოლი-ჟირონა 21:30
ვილიარეალი-ბეტისი 23:45

შაბათი, 26 ნოემბერი
სოსიედადი-სელტა 23:59

ბომბარდირები: 9 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუის სუარესი (ბარსელონა); 8 - იაგო ასპასი (სელტა), კრისტიან სტუანი (ჟირონა)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული