ჟორდი ალბა: უცნაურია, რომ ახალ კონტრაქტს არ მთავაზობენ; არ ვიცი, კლუბში რას ფიქრობენ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მარცხენა მცველ ჟორდი ალბას "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში უმთავრდება, თუმცა კლუბს მისთვის ახალი ხელშეკრულება ჯერ არ შეუთავაზებია.

ესპანელი ფეხბურთელი ამ ფაქტს უცნაურს უწოდეს და არ იცის, რას ფიქრობენ ამის შესახებ კლუბში.

"ჩემი კომენტარი უადგილოა, თუმცა გაურკვევლობაში ყოფნა არ მომწონს. კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ახალი არაფერი ვიცი. არც ის ვიცი, კლუბში რას ფიქრობენ და ეს უცნაურია, რადგან კონტრაქტის მიხედვით, დიდი ხანი არ დამრჩა, მე კი კარიერის აქ დასრულება მსურს", - განაცხადა ჟორდი ალბამ.

მიმდინარე სეზონში ესპანელმა მარცხენა მცველმა "ბარსელონას" რიგებში
ლა ლიგის 13 მატჩში 1 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

alt"მანჩესტერმა" ხორდი ალბასთან აწარმოა მოლაპარაკება

altლუის ენრიკემ ჟორდი ალბა მაინც გამოიძახა - ესპანეთის ნაკრების განაცხადი ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული