ასეთი რამ ჯერ არ გინახავთ - ვისენტე დელ ბოსკე ულვაშის გარეშე [PHOTO]

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე ჟურნალ Men’s Health-ის ცერემონიაზე ულვაშების გარეშე გამოჩნდა.

ცოტას თუ უნახავს დელ ბოსკე ულვაშების გარეშე ან შესაძლოა, საერთოდაც არ უნახავს.

დელ ბოსკე "რეალში" მწვრთნელად სამჯერ მივიდა. 1994 წელს მან რამდენიმე თვე იმუშავა. 1996 წელს რამდენიმე მატჩში გაუძღვა გუნდს, ხოლო 1999 წელს მივიდა და 4 წელი მადრიდში დარჩა. ამ ხნის განმავლობაში მან ორი ჩემპიონატი, ორი ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საერთაშორისო თასი მოიგო.

ესპანეთის ნაკრები დელ ბოსკემ 2008 წელს ჩაიბარა და
გუნდში 2016 წლამდე მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით ესპანეთმა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი მოიგო. 2016 წლის ზაფხულში კი დელ ბოსკემ კარიერა დაასრულა.

ამ ხნის განმავლობაში დელ ბოსკეს მუდამ ულვაშები ჰქონდა.

დელ ბოსკე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი სპეციალისტია. ის ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

ხოლო რაც შეეხება მისი ულვაშების ისტორიას, პირველად მან ულვაშები 24 წლის ასაკში მოუშვა (1974), როცა "რეალის" შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა.

Sportall.Ge

ულვაშების გაჩენის შემდეგ წარმატებებიც დაიწყო. დელ ბოსკემ და "რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატი მოიგეს. შემდეგი 5 წლის განმავლობაში ეს კიდევ 4-ჯერ მოახერხეს.

ამასთან ერთად, დელ ბოსკე მოდას არ მიჰყვებოდა - 60-იან და 70-იან წლებში მოდაში წვერი იყო. სხვათა შორის, ვერც მაშინ ამჩნევდნენ დელ ბოსკეს ემოციებს. შესაძლოა, ულვაშები მას განწყობის დამალვაში ეხმარებოდა.

Sportall.Ge
ვისენტე დელ ბოსკე ულვაშის გარეშე

67 წლის ასაკში დელ ბოსკემ ულვაში 44 წლის შემდეგ პირველად მოიპარსა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ის ულვაშის გარეშე პირველად დავაფიქსირეთ.

Sportall.Geგინდა დელბოსკესნაირი ულვაში? ამისთვის სპეციალური მოწყობილობა ტრიმერი დაგჭირდება, რომლის დახმარებით შენთვის სასურველი ფორმის ულვაშს დაიყენებ




მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს ისე განტვირთვისათვის, თორემ მაგის ულვაშზე გეტყობა შენ ფიქრობ.
gio-ს!
05:37 09-12-2019
0
ფეოლას ურქიმერიონი გამახსენდა დელბოსკეც რეალიც ისე იებდა თამაშებს დიდი სპეციალისტი და კარგი ადამინი
გიო
16:51 30-11-2018
0

სიახლეები პოპულარული