ცოტას თუ უნახავს დელ ბოსკე ულვაშების გარეშე ან შესაძლოა, საერთოდაც არ უნახავს.
დელ ბოსკე "რეალში" მწვრთნელად სამჯერ მივიდა. 1994 წელს მან რამდენიმე თვე იმუშავა. 1996 წელს რამდენიმე მატჩში გაუძღვა გუნდს, ხოლო 1999 წელს მივიდა და 4 წელი მადრიდში დარჩა. ამ ხნის განმავლობაში მან ორი ჩემპიონატი, ორი ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საერთაშორისო თასი მოიგო.
ესპანეთის ნაკრები დელ ბოსკემ 2008 წელს ჩაიბარა და
ამ ხნის განმავლობაში დელ ბოსკეს მუდამ ულვაშები ჰქონდა.
დელ ბოსკე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი სპეციალისტია. ის ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
ხოლო რაც შეეხება მისი ულვაშების ისტორიას, პირველად მან ულვაშები 24 წლის ასაკში მოუშვა (1974), როცა "რეალის" შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა.
ულვაშების გაჩენის შემდეგ წარმატებებიც დაიწყო. დელ ბოსკემ და "რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატი მოიგეს. შემდეგი 5 წლის განმავლობაში ეს კიდევ 4-ჯერ მოახერხეს.
ამასთან ერთად, დელ ბოსკე მოდას არ მიჰყვებოდა - 60-იან და 70-იან წლებში მოდაში წვერი იყო. სხვათა შორის, ვერც მაშინ ამჩნევდნენ დელ ბოსკეს ემოციებს. შესაძლოა, ულვაშები მას განწყობის დამალვაში ეხმარებოდა.
ვისენტე დელ ბოსკე ულვაშის გარეშე
67 წლის ასაკში დელ ბოსკემ ულვაში 44 წლის შემდეგ პირველად მოიპარსა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ის ულვაშის გარეშე პირველად დავაფიქსირეთ.
გინდა დელბოსკესნაირი ულვაში? ამისთვის სპეციალური მოწყობილობა ტრიმერი დაგჭირდება, რომლის დახმარებით შენთვის სასურველი ფორმის ულვაშს დაიყენებ