მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდს საუკეთესო დროება არა აქვს, მათ დაპირისპირებას დიდი ინტერესით ელიან. "რეალი" 20 ქულით მე-6 ადგილზეა, "სამეფო კლუბმა" მოახერხა და ბოლო 6 ტურიდან 4-ში წააგო.
"ვალენსიას" მასზე სამი ქულით ნაკლები აქვს და მე-11 პოზიციაზეა. "ღამურების" ერთადერთი უპირატესობა ის არის, რომ ამ სეზონში მარსელინოს გუნდის
"ეიბართან" 0:3 წაგებულ შეხვედრაში "რეალმა" ალვარო ოდრიოზოლა დაკარგა, ის არც "ვალენსიასთან" იქნება. ამის შემდეგ დანი კარვახალი შეუცვლელი გახდა დაცვის მარჯვენა ფრთაზე, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ისიც დაშავდა. თუმცა კარვახალს თამაშის შანსი აქვს.
კაზემირომ თითქმის მოირჩინა კოჭის ტრავმა, მისი თამაში კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.
რაც შეეხება ისკოს, მას ტრავმა არ აქვს, მაგრამ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვერ აეწყო ურთიერთობა სანტი სოლარისთან და ახლა ისკოს მომავალი "რეალში" ბუნდოვანია, თუმცა თუ "სამეფო კლუბი" ასე თამაშს გააგრძელებს, სოლარის მომავალზე გაცილებით მეტი კითხვა გაჩნდება.
დანიელ ვასი ნახევარმცველია, მაგრამ "ვალენსიას" დაცვის მარჯვენა ფლანგზე საშინელი კრიზისი აქვს, ამიტომაც დანიელი აგრძელებს ამ პოზიციაზე თამაშს, სანამ "ღამურები" სატრანსფერო ფანჯრისას ვინმეს არ შეიძენენ.
როდრიგოს თამაში საეჭვოა, თუმცა "რეალთან" ის ალბათ, მაინც იქნება სანტი მინასთან ტანდემში. ფრანსუა კოკლენმა დაამტკიცა, რომ თამაშს იმსახურებს, ასე რომ, არ გაგვიკვირდეს, თუ მარსელინო კონდოგბიას სკამზე დასვამს და მის ნაცვლად კოკლენს დააყენებს ძირითად შემადგენლობაში.
ფაქტები
- "რეალისა" და "ვალენსიას" ბოლო 10 დაპირისპირებაში 2.5 გოლზე მეტი გადიოდა.
- "ვალენსიამ" სტუმრად ლა ლიგაზე ბოლო 4 შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად.
- "რეალს" შინ "ვალენსიასთან" ზედიზედ 12 მატჩია, რაც არ წაუგია.
- "რეალმა" ლა ლიგაში ბოლო 7 საშინაო მატჩიდან 5-ში გოლი არ გაუშვა.
- "რეალს" ლა ლიგაში შინ ბოლო 15 მატჩიდან 14-ში არ წაუგია.
- "ვალენსიას" ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო 11 მატჩიდან 10-ში არ წაუგია.
ჩემპიონატის მოულოდნელი ლიდერი "სევილია" მე-4 ადგილზე მყოფ "ალავესს" სტუმრობს და სატურნირო თვალსაზრისით, სწორედ ეს შეხვედრაა ტურში ცენტრალური. ბასკებს ანდალუსიელების დაწევა შეუძლიათ, რადგან მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩებიან მათ. მდევარი "ბარსელონა" კრიზისში მყოფ "ვილიარეალს" მასპინძლობს, ხოლო "ატლეტიკო" კატალონიაში "ჟირონას" ესტუმრება.
ლა ლიგა. XIV ტური
პარასკევი, 30 ნოემბერი
რაიო ვალეკანო-ეიბარი 1:0
გოლი: 1:0 ადრი ემბარბა (53)
შაბათი, 1 დეკემბერი
სელტა-უესკა 16:00
ვალიადოლიდი-ლეგანესი 19:15
ხეტაფე-ესპანიოლი 21:30
რეალი-ვალენსია 23:45
კვირა, 2 დეკემბერი
ბეტისი-სოსიედადი 15:00
ჟირონა-ატლეტიკო 19:15
ბარსელონა-ვილიარეალი 21:30
ალავესი-სევილია 23:45
ორშაბათი, 3 დეკემბერი
ლევანტე-ბილბაო 23:59
ბომბარდირები: 10 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 9 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუის სუარესი (ბარსელონა); 8 - ბორხა იგლესიასი (ესპანიოლი), იაგო ასპასი (სელტა), ანდრე სილვა (სევილია).
იტალია
ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
11-sermadini