"ბარსელონას" ლაზარეთს კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემატა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფეხბურთელმა მალკომმა "ლეონესასთან" თასის მერვედფინალში ტრავმა მიიღო.

"ბარსელონამ" კი 4:1 დაამარცხა მეტოქე და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ამ შეხვედრაში მალკომმა გოლი გაიტანა, თუმცა დაზიანებას თავი ვერ დააღწია.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მალკომმა ტერფი იტკინა და გაურკვეველი ვადით გამოაკლდა გუნდს. ახლო მომავალში ფეხბურთელი დამატებით სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რომელიც მისი დაბრუნების ვადას გაარკვევს.

გამომდინარე აქედან, ბრაზილიელი ფეხბურთელი "ბარსელონას" რიგით მე-7 ტრავმირებული გახდა. მის გარდა, ტრავმირებულები არიან: სერხი რობერტო, ლუის სუარესი, რაფინია, სამუელ უმტიტი, არტური და არტურო ვიდალი.

alt"ბარსელონამ" "ლეონესა" ისევ დაამარცხა და

1/8-ფინალში გავიდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული