ლა ლიგა. XV ტურის წინ: ბარსელონური დერბი და საინტერესო ჯახები

AutoSharing Option
ბარსელონურ დერბის "ბარსა" პირველ ადგილზე ხვდება, თუმცა ჩემპიონის ლიდერობა არ არის ძველებურად დამაჯერებელი. "ესპანიოლიც" ცხრილის ზედა ნაწილშია - 21 ქულით მე-8 ადგილზეა...

თუმცა, რომ არა ბოლოდროინდელი ჩავარდნა, "ესპანიოლი" გაცილებით წინ იქნებოდა, რადგან რუბის გუნდმა ლა ლიგაში ბოლო სამი მატჩი დათმო. ის კი არა, შუა კვირაში "ესპანიოლს" დიდი ბრძოლა გადახდა - სამეფო თასზე "კადისს" ძლივს სძლია მეორე ტაიმში ერნან პერესის მიერ გატანილი გოლით და ორი მატჩის ჯამში მხოლოდ მეტოქის მოედანზე გატანილი გოლის წყალობით გავიდა (1:0, 1:2).

"ბარსამ" ლა ლიგის ბოლო ტურში
წააგო, ფრედ ითამაშა და მოიგო. მოკლედ, სუპერფორმაში არც ერნესტო ვალვერდეს გუნდია, მაგრამ თასზე მას არ გასჭირვებია - "ლეონესას" სათადარიგოებმაც იოლად სძლიეს (4:1, პირველი მატჩი - 1:0). დენის სუარესმა, რომელიც პირველ გუნდში მივიწყებულია, დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი მუნირისა და მალკომის ანგარიშზეა.

ვალვერდეს გუნდი დასვენებული ხვდება დერბის, რადგან იმ შემადგენლობიდან სასტარტოში მოხვედრის სერიოზული შანსი მხოლოდ რაკიტიჩსა და ბუსკეტსს აქვთ, რუბის გუნდი კი გადაღლილია.

"ესპანიოლს" არ ეყოლება ნალდო და სერხიო გარსია, "ბარსას" არტური, რაფინია, სერხი რობერტო, ლუის სუარესი და სამუელ უმტიტი დააკლდებიან.

სავარაუდო შემადგენლობები
ესპანიოლი (4-3-3): დ. ლოპესი - ხ. ლოპესი, დ. ლოპესი, ერმოსო, ვილა - დარდერი, როკა, გრანერო - პერესი, იგლესიასი, პიატი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ვიდალი - დემბელე, მესი, კოუტინიო

ფაქტები
  • ლა ლიგაში ბოლო 38 თამაშიდან "ბარსელონამ" 35 არ წააგო.
  • "ესპანიოლისა" და "ბარსელონას" ბოლო 10 დაპირისპირებიდან 9-ში "ელ პრატზე" 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.
  • "ბარსელონას" "ესპანიოლთან" ბოლო 22 დაპირისპირებიდან (ყველა შეჯიბრეაში) არ წაუგია 20-ში.
  • "ესპანიოლმა" ლა ლიგაში ბოლო სამ მატჩში წააგო და თან თითოეულში, სულ მცირე, 2 გოლი გაუშვა.
  • "ბარსამ" ლა ლიგის ბოლო 6 მატჩიდან 5-ში სულ მცირე, 2 გოლი მაინც გაიტანა.

ძალზე საინტერესო მატჩი გაიმართება "მესტალიაზე", "ვალენსია" "ბარსას" მდევარ "სევილიას" მასპინძლობს, ამ გუნდების დაპირისპირება მუდამ საინტერესო და დაძაბულია.

სატურნირო თვალსაზრისით, ტურის ცენტრალური თამაშიც "ვანდა მეტროპოლიტანოზე" უნდა გაიმართოს - "ატლეტიკო" "ალავესს" მასპინძლობს. დიეგო სიმეონეს გუნდი მესამე ადგილზეა, ხოლო ბასკებს მასზე მხოლოდ ქულით ნაკლები აქვთ (მე-4 ადგილი). დაბოლოს, "რეალი"...

"სამეფო კლუბი" ლა ლიგის უცუდეს გუნდს, "უესკას" სტუმრობს და ამ დაპირისპირებაში აშკარა ფავორიტია.

ლა ლიგა. XV ტური
პარასკევი, 7 დეკემბერი
ლეგანესი-ხეტაფე 1:1
გოლები: 0:1 ლეანდრო კაბრერა (39), 1:1 ალან ნიომი (64)

შაბათი, 8 დეკემბერი
ატლეტიკო-ალავესი 16:00
ვალენსია-სევილია 19:15
ვილიარეალი-სელტა 21:30
ესპანიოლი-ბარსელონა 23:45

კვირა, 9 დეკემბერი
ეიბარი-ლევანტე 15:00
უესკა-რეალი 19:15
სოსიედადი-ვალიადოლიდი 21:30
ბეტისი-რაიო ვალეკანო 23:45
ორშაბათი, 10 დეკემბერი
ბილბაო-ჟირონა 23:59

ბომბარდირები: 11 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 10 - იაგო ასპასი (სელტა); 9 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუის სუარესი (ბარსელონა); 8 - ბორხა იგლესიასი (ესპანიოლი), ანდრე სილვა (სევილია), მარტი როხერი (ლევანტე).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატება ბარსა! აუცილებლად მოგება! გულშემატკივრების გახარება!
ნონა
13:40 08-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული