კეილორ ნავასს "რეალიდან" წასვლა და პრემიერლიგაში გადასვლა სურს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მეკარე კეილორ ნავასი არ აპირებს გუნდში სათადარიგო იყოს.

31 წლის მეკარე, რომელმაც მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში ადგილი ტიბო კურტუას მოსვლის შემდეგ დაკარგა, მიმდინარე მდგომარეობით უკმაყოფილოა.

ამასთან დაკავშირებით ნავასი სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის გამოცვლას აპირებს. ყველაზე მეტად მას პრემიერლიგის ვარიანტი მოსწონს.

"რეალში" კოსტარიკელის მდგომარეობის შესახებ იციან და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში მას ზაფხულში გაუშვებენ.

თავად ნავასი მზადაა ზამთარშიც წავიდეს, მაგრამ კლუბი ამის წინააღმდეგია.

ნავასი ბოლო სამი სეზონის განმავლობაში "რეალის" ძირითადი მეკარე იყო. ის გუნდს ჩემპიონთა ლიგის სამჯერ მოგებაში დაეხმარა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული